„ლიგა თსუ“ 2022-2023 წლის სეზონის გამარჯვებული იურიდიული ფაკულტეტის გუნდი „კოლოქვიუმი“ გახდა.
გამარჯვებული გუნდი თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დააჯილდოვა.
II ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი “რეკორდმაისტერი” გავიდა;
III ადგილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდ “ფრონტმა” დაიკავა;
ასპარეზობაში მონაწილეობა შვიდივე ფაკულტეტის 75-მა გუნდა მიიღო, საიდანაც ფინალური ეტაპისთვის 16 საუკეთესო შეირჩა.